Wednesday, November 13, 2013


1.პროექტის სახელი:გორი ჩემი ქალაქია
2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტისმონაწილენი სწავლობენ ქალაქის ისტორიას, აწყობენ გასვლას ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებში.
3.პროექტის სრული აღწერა: I ეტაპი
მოიცავს ინფორმაციის მოძიებას ქალაქის დაარსების შესახებ, მოიპოვებენ ცნობებს ქალაქის ისტორიიდან, გაეცნობიან მის ტრადიციებს და რელიგიურ მიმდევრობებს. აგრეთვე შეისწავლიან ქალაქის გეოგრაფიულ მახასიათებლებს და მწვანე მცენარეთა საფარს. II ეტაპზე პროექტში მონაწილენი მოაწყობენ გასვლას ქალაქში და შეისწავლიან იქ არსებულ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს. მოაგროვებენ ღირსშესანიშნავი ადგილების ფოტო მასალას. III ეტაპზე ისინი მოამზადებენ ინტერვიუს ქალაქის უხუცეს ადამიანებთან, რომლებმაც იციან ძველი ცნობები ქალაქის შესახებ. ასევე შესაძლებელია რაიმე ჩანახატის, ესეს ან ნახატის შექმნა.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: შეუზღუდავი
5.ვადები: 1 ან 2 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები საფუძვლიანად გაეცნობიან ქალაქის ისტორიას. გამოიმუშავებენ ჯგუფურ მუშაობას, ისწავლიან ინტერვიუს აღების მეთოდებს. ასევე მიზნის მიღწევის გზების მოპოვებას.
7.მოსალოდნელი შედეგები: ფოტოალბომების, ჩანახატების შექმნა, ფოტოების პრეზენტაციების მოწყობა, ვებ-ბლოგების შექმნა. ბავშვები დაწვრილებით შეისწავლიან ქალაქს.
8.სასარგებლო სხვებისთვის: პროექტის მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას, გაიგებენ ბევრ ახალ ინფორმაციას. მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ ცნობებს ქალაქების შესახებ.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნები/საგნობრივ ჯგუფებთან/.. კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ლიტერატურა, ხატვა. ისწავლიან ინტერნეტ პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას ინფორმაციულ საკომუნიაკციო ტექნოლოგიების გამოყენებით, აგრეთვე ღრმად შეიწავლიან საკუთარი ქალაქის ისტორიას
11.პროექტის ავტორი: თინათინ ფსუტური